ლევან ლიპარტია: ბორჯომის მოსახლეობას ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანი იქნება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფელ საკირესა და ტაძრისის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა, ადგილობრივებთან შეხვედრაზე, სოფლებში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

„არჩევნების შემდეგ, მაქსიმალურად სწრაფად შევუდგებით არსებული პრობლემების მოგვარებას, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი კეთილდღეობა, მათი გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა და სწრაფი რეაგირება არსებული პრობლემების აღმოსაფხრველად. მერად არჩევის შემთხვევაში, ბორჯომის მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანი იქნება“, – განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები