ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში  მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ცნობილი პირები დაესწრნენ.

მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრეს.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 14:00 საათზე ქართველ მწერალი ტაძრიდან გამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები