ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მთაწმინდის პანთეონში იმყოფება, სადაც ჯანსუღ ჩარკვიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრეს.
ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 14:00 საათზე ქართველ მწერალი ტაძრიდან გამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები