ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, დაგეგმილ ცვლილებებსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს.

იანოშ ჰერმანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები