ფინანსთა მინისტრის მოადგილე თამბაქოსთან დაკავშირებით დაგეგმილი შემოსავლების შემცირების მიზეზებს განმარტავს

„თამბაქოს მოხმარება იმაზე ნაკლებია, ვიდრე პროგნოზირებული იყო“, – ამ სიტყვებით განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას, თამბაქოსთან დაკავშირებით დაგეგმილი შემოსავლების შემცირების მიზეზები.
როგორც გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შემოსავლის შემცირება ორი ფაქტორის გამო მოხდა.
“თამბაქოზე 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროსაც ვისაუბრეთ. დაგეგმილთან შედარებით შემოსავალი შემცირებული ორი ძირითადი ფაქტორის გამო გვაქვს. ერთი არის, რომ კომპანიებმა, რაც ჰქონდათ მარაგები შეიმცირეს, ეს მარაგები ჰქონდათ შემოტანილი გასული წლის აქციზის განაკვეთებით. რეალიზაცია მოხდა, თუმცა იმპორტი არ მომხდარა ახალი პროდუქტის, შესაბამისად, გამოიწვია დანაკლისი. 30 მილიონი კოლოფით შემცირება მოხდა, რამაც დაახლოებით, 60 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მოგვიტანა. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, თამბაქოს მოხმარება იმაზე ნაკლებია, ვიდრე პროგნოზირებული იყო. 8 % იყო პროგნოზირებული და ახლა 9 თვის მდგომარეობით, 15%-ია ფაქტიური მდგომარეობით, მოხმარება შემცირებულია.
შესაბამისად, ამანაც გამოიწვია დანაკლისი თამბაქოში. რაც შეეხება მომავალ წელს, თამბაქოს აქციზი რა თქმა უნდა, უფრო მაღალია დაგეგმილი, თუმცა, არ არის იმ პირველი გეგმის ოდენობით, რაც 2017 წელს დაიგეგმა”, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები