ბელგიაში საქართველოს ელჩმა ფოტოგამოფენაში „ინტერნეტი ყველასთვის და ყველგან” მიიღო მონაწილეობა

ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ ბრიუსელში ინტერნეტსაზოგადოების ორგანიზებით გამართულ ფოტოგამოფენაში „ინტერნეტი ყველასთვის და ყველგან” მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველომ  თუშეთის „ინტერნეტიზაციის” პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები წარადგინა.

საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და  საქართველოს მთავრობის ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიასა და მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

ნატალი საბანაძემ თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის დადებით მხარეებს, რაც პოზიტიურად აისახება თუშეთის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით თუშეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

აღნიშნული პროექტი ინტერნეტზე წვდომის საშუალებას 24 სოფელს  აძლევს, რომელთა მოსახლეობაც 200 მაცხოვრებელზე ნაკლებია. ფოტო გამოფენა The Internet Society-ის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ძირითად ფუნქციას ინტერნეტთან დაკავშირებული სტანდარტების, ხელმისაწვდომობისა და პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები