ირაკლი კობახიძე: პარტიების დაფინანსების წესი რეფორმირებას საჭიროებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქციების დაფინანსების წესის შეცვლის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საკითხი რეფორმირებას საჭიროებს და ამ კუთხით პარლამენტში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.

“ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად მათი დაფინანსების სისტემა საჭიროებს რეფორმირებას და ამ კუთხით პარლამენტში განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე პარტიების დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები