“ლარის გაუფასურებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მის გამყარებას ხელს არ უწყობს”

მეოთხე წელია, რაც ლარის გაუფასურებაზე ისეთი აჟიოტაჟი მიდის, რაც ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს, – აღნიშნული განცხადება მედიასთან ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

„დოლართან მიმართებაში ეროვნულ ვალუტას არანაირი პრობლემა არ აქვს. როცა ლარი თავის ნიშნულს მიაღწევს, სადაც ყველაზე მყარად იქნება, რამდენიმე ხნის მანძილზე იქ იქნება. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცოცავი კურსია და ეს რამდენიმე წელია ასე ხდება. სხვაგვარად, კომუნისტური მიდგომაც არსებობს. შეიძლება ლარი ხელოვნურად ერთ ადგილზე დააკავო და ამით ბიზნესის განვითარებას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ლართან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ისაა, რომ ლარი თავისუფალ მოძრაობაში უნდა იყოს და ხელოვნურად დაფიქსირებული არ უნდა იყოს. მეოთხე წელია, რაც ლარის გაუფასურებაზე ისეთი აჟიოტაჟი მიდის, რაც ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს”, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები