დიმიტრი ხუნდაძე: ნარკომომხმარებელი არ უნდა ჩავსვათ ციხეში

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა იყოს განხილული.

ამის შესახებ ხუნდაძემ “ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში” კონფერენციაზე განაცხადა.

“უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნარკოპოლიტიკა ეხება არა მხოლოდ ნარკომოხმარებლებს, არამედ ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარს. ასევე აუცილებელია ფინანსები იყოს შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ უარესი შედეგი. პოლიტიკური ნება არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. ნარკომომხმარებელი არ უნდა ჩავსვათ ციხეში, მაგრამ ეს უნდა იყოს სისტემურად განხილული, უნდა იყოს შესაბამისი ალტერნატიული სერვისები. ალტერნატიული სერვისები არის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ სერვისებს სჭირდება შესაბამისი თანხები. ეს რეფორმა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი თანხები იქნება გამოყოფილი. უფულოდ განხორციელებული ამ ტიპის დეკრიმინალიზაცია საფრთხეა. თანხები ცოტაა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები