საქართველოსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ევროკავშირის პროექტის – „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS II) ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის განხორციელების ხელშეწყობას საქართევლოში. პროექტი მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) განვითარებას ემსახურება. პროექტის მიზანია ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება. ENI SEIS II პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი ძირითადი მიმართულებებია არსებული გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზების გაუმჯობესება, გარემოს სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფა და თემატური სფეროების, კერძოდ ბიომრავალფეროვნების, წყლის, ნიადაგის, ჰაერისა და გარემოს მდგომარეობის სფეროში შეფასების განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები