დავით სერგეენკო აკაკი ზოიძის ინიციატივაზე: ექიმებისთვის რეგულაციების შემოღება არ იგეგმება

ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციების შემოღება არ იგეგმება, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
“რეგულაციებზე მუშაობა ნამდვილად არ დაგვიწყია და არც მომავალში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა სჯობს ადამიანს, ექიმი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ისეთი სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს მის პროდუქტიულ მუშაობასაც და დასვენებასაც. თუმცა, ექიმებისთვის ეს ხშირად არ არის მისაწვდომი და ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა ჰქონდეს ამას, თუმცა რაიმე სახის აკრძალვაზე ან რეგულაციაზე ჩვენ ამ მხრივ არ ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ეკუთვნის. მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები