“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ინოვაციურ პროექტს წარადგენს

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ლანჩავას თქმით, ხვალინდელი პროექტის პრეზენტაცია მიზნად ისახავს – ტელეფონის აპლიკაციით საზოგადოების ინფორმირებას ადვოკატთა პროფილის შესახებ.
“პირველთან” საუბარში ლანჩავამ აღნიშნა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხვალინდელი პრეზენტაციის მთავარი აქცენტია, ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით საზოგადოების ნებისმიერ წევრს სასურველი ადვოკატის სურათით, პროფილით, ისტორიითა და ინტერესთა სფეროთი ცნობების მოძიება შეეძლოს.
“ხვალ ადვოკატის დღეა. მეც ერთ-ერთი კანდიდატი ვარ, ვაწყობ ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში პრეზენტაციას – ახალ ინოვაციურ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც “ადვოკატის ხელმისაწვდომობა” ჰქვია. საზოგადოებამ უფრო ადვილად რომ იპოვოს ადვოკატი, სპეციალური აპლიკაცია გაკეთდება. ამისთვის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნიკურად დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე გავხდი. ნებისმიერი ადვოკატი და საზოგადოების წევრი ინფორმაციას მიიღებს ტელეფონის აპლიკაციით. ანუ მისთვის სასურველ ადვოკატს იპოვის, თავისი სურათით, პროფილით, ისტორიით ინტერესთა სფეროთი. დღევანდელი ვითარებით, ადვოკატთა ასოციაციაში მსგავსი რამ არ არსებობს. რომ გვინდოდეს ადვოკატის პოვნა, ვთქვათ, დაგვჭირდა საბანკო სფეროში ადვოკატის პოვნა ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ გვაქვს მარტივი დაყოფა – სისხლი და სამოქალაქო. საზოგადოებას ეს ყველაფერი მარტივად ავუხსნათ და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს”, – განაცხადა ლანჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები