გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს ახალ წევრებს წარმატება უსურვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეაფასა, კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს ახალ წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„წარმატებას ვუსურვებ ახალ საკრებულოს, რომელიც 14 ნოემბერს უნდა შემოვიდეს ამ ისტორიულ შენობაში. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტები, რომლებიც მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობის შედეგად განხორციელდა მიმართული იყო იმისკენ, რომ თბილისი კიდევ უფრო კეთილმოწყობილი გამხდარიყო, თუმცა მილიონნახევრიანი ქალაქი ყოველთვის რაღაც გამოწვევის წინაშე დგას. სწორედ ამ ნიშნით მინდა მეექვსე მოწვევის საკრებულოს ვუსურვო იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ქალაქის წინსვლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
გარდა ამისა, მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობის შეჯამებისას, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღებული კურსი უნდა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს.
„მომავალ თანამშრომლობაში წარმატებებს ვუსურვებ როგორც ქალაქის ახლადარჩეულ მერს კახი კალაძეს, ასევე საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ტყემალაძეს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები