ემირ კუსტურიცა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი” გახდა

სერბი კინორეჟისორი, გაეროს კეთილი ნების ელჩი ემირ კუსტურიცა, საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს“ შეუერთდა.
დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედალი მას მოსკოვში გადასცეს. აფხაზური მედიის ცნობით, კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ამ მოძრაობის ინიციატივას, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მიქცევას გულისხმობს.
ინიციატივა განსაკუთრებით აქცენტირებულია მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობაზე აფხაზეთში მდებარე უძველესი ქრისტიანული ტაძრების განადგურების პრობლემისკენ.
„მე როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, ვუერთდები „აფხაზეთის კეთილი ელჩების“ მოწოდებას. უძველესი ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აფხაზეთშია, უნდა შენარჩუნდეს და მომავალმა თაობებმა ისინი უნდა ნახონ.“-განაცხადა კუსტურიცამ. მისი თქმით, აფხაზეთი ქრისტიანული სამყაროს უძველესი ცენტრია, ხოლო კავკასიაში პირველი ეკლესიები სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩნდა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, პირველ რიგში კი გაერომ არ უნდა მოახდინოს მსოფლიო ქრისტიანული ძეგლების იგნორირება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ ჯანდაცვის, განათლების და სპორტის სფეროებში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებით არიან დაკავებული. ყოველი „ელჩი“ კი, თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე პროფილურ მიმართულებაშია ჩართული და მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტებს კურირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები