მიხეილ სააკაშვილი გიორგი ონიანის დაპატიმრებით აღშფოთებულია

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებით აღშფოთებულია.
როგორც მან აღნიშნა, ონიანი კარგი ადვოკატი იყო და ის ბევრ ადამიანს დახმარებია.
“აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს ციხეში. მისი კრიმინალად გამოცხადება წარმოუდგენელია, ძალიან მაგარი ადვოკატია, ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა თუ ასეთი აზრი მოუვიდოდათ თავში.
მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე მაგრამ არაუშავს ყველაფერი დროებითია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები