პატარების აუსრულებელი ოცნება – იოგურტი და ხაჭო

0

ამ პატარას მშობლებს, სამწუხაროდ, არა აქვთ საშუალება შვილი რძის პროდუქტებით გაანებივრონ. იოგურტი და ხაჭო მათთვის აუსრულებელი ოცნებაა.

ჩერნოვერცკის ფონდის უფასო სასადილო კი ცდილობს არ მოაკლოს ჩვენს პატარა ბენეფიციარებს რძის პროდუქტები, რაც ასე აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ამ საქმეში მეტად დიდი როლი ენიჭება საწარმოო ოგანიზაციების თანადგომასა და დახმარებას!

ამ დღეებში, ფრანგული კომპანია Danone–ს წარმომადგენლობამ საქართველოში, ჩვენი ფონდის უფასო სასადილოსთვის ხაჭოსა და იოგურტის 1700 კოლოფი გაიღო.

ასეთმა გულუხვმა საჩუქარმა ჩვენი პატარა ბენეფიციარების მაგიდა დაამშვენა, რომლებმაც  “რასტიშკას” უგემრიელესი პროდუქცია სიამოვნებით მიირთვეს.

ჩვენ გულითად მადლობას ვუხდით ამ კომპანიას დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მის მაგალითს სხვა საწარმოებიც მიბაძავენ.

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენს ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე

GE15TB7194336080100003 ან

GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასადილო)

ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან

🎁https://chernovetskyifund.ge/ge/projects/195-sasadilo/

ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology

TBCpay

ExpressPay

LibertyPay

განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

R

კომენტარები

კომენტარი