ახალგაზრდა დედის ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრება

ეს სევდიანი ისტორია, რომელიც 2 წლის წინ ბათუმში მოხდა, ვერავის დატოვებს გულგრილს. იგი იმდენად სულისშემძვრელია, რომ განსაკუთრებულ თანაგრძნობასა და სიბრალულს იწვევს…

შორენა კონცელიძე 30 წლისაა. ეს ახალგაზრდა ქალი საწოლსაა მიჯაჭვული. იგი უმძიმეს მდგომარეობაშია, სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება, თუმცა  ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ იგი უბედნიერესი მეუღლე და დედა იყო.

ბედნიერი ოჯახური წყვილი, პატარა შვილი, სამსახური, მოგზაურობები, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა… მაგრამ უეცრად თავს დატეხილმა უბედურებამ ამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქცია …

შორენა ორსულად იყო, მეორე შვილს ელოდებოდა… საღამოს მეუღლესთან ერთად სუფთა ჰაერზე სასეიირნოდ გავიდა, მომავალი შვილისთვის სახელს არჩევდნენ. უკვე სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც უბედურება მოხდა. ბნელ ქუჩაზე ავტომანქანის მძღოლმა ვერ დაინახა მის წინ მიმავალი ადამიანები და შეეჯახა. შორენას მეუღლემ სასწაულებრივად აიცდინა ავტომანქანის დარტყმა, რომელიც მთელი სიმძლავრით ახალგაზრდა ქალზე მოვიდა და ქვაფენილზე თავით დაანარცხა… ტაქსის მძღოლმა შემხვედრი ავტომანქანით ქალი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ექიმებმა საშინელი ვერდიქტი გამოიტანეს – შორენა ვერ იცოცხლებს…  მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზმს არ სურდა დანებება, შორენა სიკვდილს ებრძოდა… კომაში მყოფს საწოლთან შვილი მიუყვანეს. პატარა მეკო დედას ეფერებოდა და სახლში წამოსვლას სთხოვდა…

კონცელიძეების ოჯახის ცხოვრებაში ეს იყო უმძიმესი მომენტი, როდესაც არ იცი რას ელოდო, როდესაც არაფერის იმედი გაქვს…

ღვთის წყალობით შორენა გადარჩა! დღეს იგი სრულიად პარალიზებულია, ხელის აწევაც არ შეუძლია, ცივი თვალებით ჭერს შესჩერებია და ხმას არ იღებს, ხოლო როდესაც კრუნჩხვები ეწყება, ტკივილისგან კივის და ტირის. 2 წლის განმავლობაში შორენას უამრავი სნეულება დაუგროვდა, კანი კი საშინელი წყლულებით დაიფარა…

ახალგაზრდა ქალს პენსიონერი დედა პატრონობს, რომელიც ამავე დროს პატარა შვილიშვილსაც უვლის. 4 წლის მეკო მთელი დღეები დედის საწოლთანაა, კოცნის მას და სჯერა, რომ დედა გამოჯანმრთელდება, თვითონ ავად რომ ხდებოდა, დედის კოცნის შემდეგ ხომ ყველა ტკივილიც უმალვე გაივლიდა…

თუ შორენას კრუნჩხვები ეწყება, მეკო სხვა ოთახში გარბის და  ხმამაღლა სიმღერას იწყებს, რომ დედის ტირილის ხმა  არ გაიგოს…

შორენა კონცელიძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. მიზერული პენსია და შემწეობის თანხა მხოლოდ ელემენტარულ პროდუქტებზე თუ ჰყოფნით, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს კი ძვირადღირებული მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროება, რომ არაფერი ვთქვათ გადასხმებზე და სხვა სამედიცინო პროცედურებზე. თუ ჩვენ დღეს შორენას არ დავეხმარეთ, ახალგაზრდა ქალი აუტანელ ტკივილებს მეტს ვერ გაუძლებს.

მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია გავუხანგრძლივოთ მას სიცოცხლე, ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ მას დახმარება შეძლებისდაგვარად და ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე მდგომარეობა.

ვინ იცის, იქნებ ჩვენმა გულიდან გაღებულმა დახმარებამ მისცეს მას ძალა დაიბრუნოს ცნობიერება და გაიგოს მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის – პატარა შვილის შეძახილი “დედა!”

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ ახალგაზრდა ქალს მძიმე ხვედრის შემსუბუქებაში, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად და სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე:

GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შორენა კონცელიძე)

ან პირდაპირ ჩვენი ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/232-koncelidze/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpay, ExpressPay და LibertyPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

ცოტაა, არ გააკეთო ბოროტება, როგორც პატრიარქი მოგვიწოდებს ყოველთვის უნდა ვეძებოთ შემთხვევა სიკეთის საკეთებლად.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები