რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან  27 ნოემბრამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

„ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება  რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრონორმების  შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან  ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ.  გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში  საბაგიროს ორივე სადგურსა და  სარემონტო ზონაში  შეიცვლება  ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით“,- აცხადებენ კომპანიაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები