LOW.GE – გადაიხადე ყოველთვის ყველაზე ნაკლები

2 თვის წინ, სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი LOW.ge, რომლის მთავარ კითხვას – რა არის LOW.ge, მომხმარებლის არაერთი, განსხვავებული და საინტერესო მოსაზრება მოჰყვა.
მოლოდინის კამპანიის შემდეგ, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებლებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ტელევიზიისა და ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, 1 ნოემბერს, ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწო, რამაც ცხადი გახადა თუ რა არის LOW.ge.
LOW.ge არის ფასდაკლებების ვებ-გვერდი, რომელიც გთავაზობთ, სხვადასხვა კომპანიისა და დაწესებულების პროდუქტს/სერვისს ფასდაკლებით. რაც მთავარია, ყველაზე დაბალ ფასად!
ამჟამად კომპანიის მიერ გამოცხადებულია აქცია, რომლის თანახმადაც აბსოლუტურად ყველა ლოუჩერი (იგივე ვაუჩერი) LOW.GE-ზე მხოლოდ 0.49 თეთრი ღირს, რაც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე, უპრეცდენტოდ დაბალი ფასია.
როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, მათთვის მთავარია, მომხმარებლებს შესთავაზონ ფასდაკლებები, რომლებსაც ისინი რეალურად მოელიან, ბაზარზე არსებულ ყველაზე დაბალ ფასად.
ვებ-გვერდი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების კომფორტზე. ₾ოუჩერის შეძენა შესაძლებელია მარტივად და სწრაფად, რეგისტრაციის გარეშე. ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, LOW.ge – ს განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. დარეგისტრირების შემთხვევაში, ისინი საჩუქრად მიიღებენ 100 ბონუს ქულას. ამდენივე ქულა დაირიცხება მათ პირად ანგარიშზე, ₾ოუჩერში გადახდილ ყოველ 1 ლარზე.
LOW.geმომხმარებელს არაერთ სიურპრიზს და უპრეცედენტო შეთავაზებას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები