კახა კალაძე: საჭიროა, ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდა

“საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში, განვითარებაში და ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით”, – ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდა საჭიროა.
მისივე თქმით, სირცხვილი უნდა იყოს ქუჩაში ნაგვის გადაყრა და მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებები.
„საჭიროა ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდა. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე და ბევრი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი, მათი თანადგომა იქნება ძალიან მაღალი. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში, განვითარებაში და ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით – მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას.
მესმის, რომ ეს რთული გვეჩვენება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები