თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გლდანისაკენ მიმავალი მაგისტრალის, ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს. 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და უდაბნოს მონასტრის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, სამგორი-1 დასახლების, ვარკეთილი-2 დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ალადასტურის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რევაზ ლაღიძის, მესხის, სულხან-საბას, თაბუკაშვილის, გერცენის და აპოლონ ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ტრაქტორის, დავით ჭიჭინაძის და ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები