თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ენერგეტიკის მიმართულებით ერთ-ერთი სპიკერი გარი ჯონსი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელის (Energy – Transregional Opportunities (Oil, Gas and Electricity) ერთ-ერთი სპიკერი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში BP-ის რეგიონული დირექტორი გარი ჯონსი იქნება.
გარი ჯონსის პასუხისმგებლობაში შედის რეგიონში BP-ის მიერ წარმოებული ყველა საქმიანობა, რაც ნავთობის (600000 ბარელი დღეში) და გაზის (1060 კუბური ფუტი დღეში) მოპოვებასა და გადამუშავებას მოიცავს. მისი მოვალეობაა რეგიონული სტრატეგიის განხორციელება, გამართული ოპერირების უზრუნველყოფა და ურთიერთობები მთავრობებთან და თანაინვესტორებთან.
გარი ჯონსი BP-ში 1981 წლიდან მუშაობს და ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა Drilling, Operations and Projects-ში, იყო Global Wells Organization-ის ხელმძღვანელი, Rumaila/VP Operations BP Iraq-ის გენერალური დირექტორი, პროექტის დირექტორი „ვერხნეჩონსკოიეში“ (რუსეთი) და ასევე, სამუშაო ერთეულის ხელმძღვანელი გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე რეგიონში.
BP-ში მუშაობის დაწყებისას გარი ჯონსს სხვადასხვა საინჟინრო და ტექნიკური პოზიცია ეკავა Drilling and Wells-ში, მონაწილეობას იღებდა ღრმაწყლოვან ოპერაციებში მექსიკის ყურეში, საბურღ-სამშენებლო ოპერაციებში ჩრდილოეთის ზღვაში და სხვადასხვა საბურღ ოპერაციებში ჩინეთში, ჰოლანდიასა და აფრიკაში.
http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/153-gary-jones

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები