ლელა ქიტესაშვილი: მეჭიაურმა უკვე დააანონსა, რომ თიანეთისთვის არ სცალია და მართვას – მარინას და მინდიას ჩაუგდებს ხელში

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ვარაუდობს, რომ თამაზ მეჭიაურს რევანშის სურვილი ამოძრავებს.
როგორც ქიტესაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ამის თქმის საფუძველს მეჭიაურის მიერ ბოლო დროს თიანეთში საკადრო წმენდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები აძლევს.
„მე მაქვს ეჭვი, რომ მეჭიაურს რევანში ამოძრავებს და თიანეთისთვის რეალურად რამის კეთება არ სურს, უკვე დააანონსა, რომ თიანეთისთვის არ სცალია და მას მოადგილეებს, მარინას და მინდიას ჩაუგდებს ხელში თიანეთის მართვას, ფაქტია ის უკვე აანონსებს როგორ გაწმენდს გამგეობას ძველი თანამშრომლებისგან და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან არასწორი ანონსია“, – აღნიშნა ლელა ქიტესაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები