ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს ეწვივნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს, ფხვენისსა და ზემო ნიქოზს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ეწვია.

როგორც “კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ფხვენისში მთავრობის წევრები, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ და პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ფეხბურთის ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.
ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ასევე ესტუმრნენ ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრს-ხელოვნების სკოლას, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით და შემწეობით უკვე ხუთი წელია ფუნქციონირებს.
ხელოვნების სკოლაში ნიქოზის და ახლომდებარე სოფლების მცხოვრები ბავშვები სხვადასხვა სფეროში იღებენ განათლებას და გამოყენებით ხელოვნებას ეუფლებიან.
„მთავრობის თითოეული უწყების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ არსებული პრობლემები დაძლეულ იქნას და მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც მავთულხლართები და სხვადასხვა დაბრკოლება ქმნის.
„რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. სასიხარულოა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ რეგიონში ძალიან აქტიურია. მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და კარგად სწავლას უკავშირდება. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ისინი ფიზიკურადაც კარგად მომზადებული იყვნენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები