ციხისძირში, ავარიის შედეგად, ნეფე-პატარძალი დაშავდა (ვიდეო)

ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა.

როგორც „კვირას“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად, სულ შვიდი ადამიანი დაზარალდა. ოთხი ადამიანი, მათ შორის ნეფე-პატარძალი, ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სამ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე საპატრულოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას ექსპლუატაციისა და წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები