ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში, გაჩნდა ხანძარი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია.
მომხდარის შედეგად, დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები