დიმიტრი ქუმსიშვილი: განათლების სამინისტროს დაფინანსება 1,18 მლრდ ლარამდე იზრდება

განათლების სამინისტროს დაფინანსება 1,18 მლრდ ლარამდე იზრდება,-აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას გააკეთა.
მისი თქმით, განათლების პროგრამებს შორისაა ზოგადი განათლება, მათ შორის, გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სხვ.
მინისტრის განცხადებით,  ასევე იზრდება პროფესიული განათლების პროგრამები. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 2018 წელს ბიუჯეტით დაფინანსდება აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, ინკლუზიური განათლება და სხვ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები