თამარ ხულორდავა: ჩვენი კომიტეტი, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს, მხარს უჭერს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა, კომიტეტის თავმჯდომარეებმა ფინანსური დოკუმენტის პროექტი შეაფასეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ასახავს ყველა იმ საკითხს, რომელზეც კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას იმსჯელა.
„ჩვენმა კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტი, ძირითდად ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებების შესრულების ჭრილში განიხილადა ჩემთვის სასიამოვნოა, რომ გადამუშავებული ვარიანტი ითვალისწინებს ბევრ იმ საკითხს, რომელზეც ჩვენ კომიტეტის ფარგლებში გვქონდა მსჯელობა და ეს საკითხები სათანადოდ არის ასახული. ასევე აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო და ავღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქრურაში დაგეგმილი ინვესტიციები, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსაც გაზრდის და ზოგადად, ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. მოკლედ ძალიან კარგია ის, რომ გაზრდილი საფინანსო რესურსები არის მობილეიზებული და ამის შესაძლებლობა გამოინახა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
კომიტეტის თავმჯდომარე იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შედარებით ახალი სამსახური, რომელიც პირდაპირ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღების ცენტრშია.
მისივე განცხადებით, გადამუშავებულ ვარიანტში იურიდიული დახმარების სამსახურისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხი ჯერ-ჯერობით ასახული არ არის, თუმცა ბიუჯეტის საბოლოო პროექტის წარდგენამდე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება და ფინანსური სახსრების მობილიზება მოხდება, რაც მნიშვნელოვანი მისასალმებელი ნაბიჯი იქნება.
„კიდევ ერთ მიმართულებას გამოვყოფდი -ეს შრომის ინსპექციაა. მოგეხსენებათ, რომ ამ მხრივ არსებოიბს რეალური საჭიროებები და მივესალმებით იმას, რომ გადამუშავებულ ვარიანტში ამ მიმართულებით უკვე გამოიყო დამატებით ფინანსური რესურსი და ესეც მისასამებელია. რომ შევაჯამოთ, ჩვენი კომიტეტი მხარს უჭერს გადამუშვებულ ბიუჯეტისწარმოდგენილ ვარიანტს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები