ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა. საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონმა დღეს გამართული საბრძოლო სროლებით სამკვირიანი წვრთნები დაასრულა. დასკვნით საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმურ საარტილერიო სწავლებაში I საარტილერიო ბრიგადის 200-მდე სამხედრო მოსამსახურე „დანა“ ბატალიონის სამი ბატარეის შემადგენლობით მონაწილეობდა.
სწავლება სამ ფაზად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მეცადინეობები ასეულის შემადგენლობით განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე ბატალიონის მართვის ელემენტები დაიხვეწა. სამკვირიანი სწავლება შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დასრულდა.
სწავლება მიზნად ისახავდა „დანა“ ბატალიონის შემოწმებას, თუ რამდენად შეუძლიათ მათ თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას, ბატალიონის/ბატარეის შემადგენლობაში სამანევრო ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები