„ომეგა ჯგუფი თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი: ბიუჯეტში კანონმდებლობით განსაზღვრული თანხა შეგვაქვს, სად ხედავენ ხარვეზს, გაუგებარია

„ომეგა ჯგუფი თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ უფილტრო სიგარეტის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მოქმედების შედეგად ბიუჯეტს თანხები აკლდება.
როგორც ლევან აღდგომელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სიგარეტ „პირველის“ მწარმოებელი ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ზვიად მუკბანიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ომეგა ჯგუფს“ ბიუჯეტში შეაქვს ის თანხა რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
„სამწუხაროა, რომ აღნიშნულ საკითხზე მომზადებულ სიუჟეტში ცალმხრივად იყო გაშუქებული საკითხი, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ზოგადად კანონდებლობაში ხარვეზი, შეიძლება არსებობდეს, მაგრამ კონკრეტულად უფილტრო სიგარეტის წარმოების დაბეგვრის კუთხით რა სახის ხარვეზი იყო აღმოჩენილი ამ სიუჟეტიდან გამომდინარე არ ჩანს, უფილტრო სიგარეტს თავის დაბეგვრა აქვს საქართველოში . ბიუჯეტში შეგვაქვს კანონმდებლობით დაწესებული თანხმა და სად იკვეთება ხარვეზი ჩვენთვის გაუგებარია, ამასთან კანონთან არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ის, რომ სიგარეტთან ერთად სხვა აქსესუარებიც იყიდებოდეს, გაუგებარია ის განცხადებაც, რომ ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს კარგავს, საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ისიც დაადასტურა, რომ ეს რიცხვები ჯერ დათვლილიც არ არის, შესაბამისად ერთ-ერთი ექსპერტი რა მონაცემებზე დაყრდნობით ასახელებს თანხას გაუგებარია“ – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
„ომეგა ჯგუფი თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი არალოგიკურს და გაუგებარს უწოდებს, იმ ინფორმაციას, რომ თითქოს, თამბაქოს ინდუსტრიის კონკრეტულ ბიზნესებს ხელისუფლებაში ლობირებენ.
„გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ გვყავდა ლობი საკანონმდებლო ორგანოში და დასახელდა, რომ „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესს კურირებს ნატო ჩხეიძე. ნატო ჩხეიძე არის საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციის წევრი. ერთი მხრივ გაუგებარია საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციის წევრი, როგორ შეიძლება ლობირებდეს რაიმე ბიზნესს. აღსანიშნავია, რომ მაისში, როდესაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი განიხილებოდა, აკრძალვებს და შეზღუდვებს ნატო ჩხეიძემ მხარი დაუჭირა, საგულისხმოა ისიც, რომ ორი თვის შემდეგ უმრავლესობის მიერ პარლამენტში შევიდა ახალი ცვლილება, რომელიც მთელი რიგი აგრძალვებისა და შეზღუდვების 5 წლით გადავადებას ითვალისწინებდა, მაშინ ნატო ჩხეიძე გადავადების წინააღმდეგ გამოვიდა“, – აღნიშნა ლევან აღდგომელაშვილმა.

ეკონომისტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები მოგების გასაზრდელად ფილტრიან სიგარეტს ორ ნაწილად ყიდიან. ამის მიზეზი კი, სიგარეტის აქციზის საფასურია, რადგან უფილტრო სიგარეტი ნაკლებ ფასად იბეგრება.
მათი მტკიცებით, საკანონმდებლო ხარვეზმა, რომელიც სიგარეტის აქციზის საფასურს არეგულირებს, ქვეყნის ბიუჯეტი ბოლო 9 თვეში 50 მილიონით აზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები