კახა კალაძემ #91 ავტობუსით იმგზავრა

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ # 91 ავტობუსით იმგზავრა. კახა კალაძე მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ის შეთავაზებები მოისმინა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებას გააუმჯობესებს.

კალაძე მოქალაქეთა პრობლემებით დაინტერესდა და მათ მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზეც გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა.

დღესვე, 15:00 საათზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში მივა, ავტოპარკს დაათვალიერებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები