ქეთევან ციხელაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის წრმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წრმომადგენლებს შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, იუნისეფის ექსპერტებთან უილიამ ჰანლოჰთან, სუზან მელოუსა და დენის მელოუსთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა განიხილა აფხაზეთში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემები და არსებული გამოწვევები.
მან მშობლიურ ენაზე განათლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ეს უფლება ეზღუდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები