ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 51.09%-ით გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ 51.09%-ით გაიმარჯვა.
სხვა კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები ასე გამოიყურება: დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი 17.48%; “ნაციონალური მოძრაობა” – ზაალ უდუმაშვილი 16.59%; “ევროპული საქართველო” – ელენე ხოშტარია 7.11%; “პატრიოტთა ალიანსი” – ირმა ინაშვილი 3.02%; გიორგი ვაშაძე 1.92%; კახა კუკავა 1.25%.
რაც შეეხებათ მერობის სხვა კანდიდატებს, მათ 1%-ზე ნაკლები მიიღეს.