დავით ნარმანია: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ
“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ”, – ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა, დავით ნარმანიამ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ის პროექტები, რომლებიც საგზაო საფარის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად.
“უნდა აღინიშნოს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თავიდან ბოლომდე, ფუნდამენტურად საგზაო საფარის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად. ასევე, მარეგულირებელი ნაწილი როგორიცაა შუქნიშნები, დახაზვასთან დაკავშირებული საკითხები, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები და სხვა ისეთი რამ, რომელიც ბერ უბანს შვებას აძლევს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.