ვლადიმერ იმნაძე საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე უწყების ახალ ოფისში, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტს ავთანდილ ჩიხლაძეს და ამპუტანტ ფეხბურთელებს ხვალ შეხვდება. ასოციაციის პრეზიდენტი და ფეხბურთელები უწყების ხელმძღვანელს ევროპის ჩემპიონატის შედეგებს გააცნობენ.
ევროპის ჩემპიონატი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის თურქეთში ქალაქ რივაში 1-10 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობა პირველად მიიღო. საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს.