ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – შაბთაი ცური მიიღო.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის, მათ შორის, მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა უახლოეს მომავალში დაგეგმილი ქნესეთის წევრებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ვიზიტის დეტალები განიხილეს.
საუბარი, ასევე, შეეხო 24-26 ოქტომბერს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო და ის ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
მხარეები კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.