“ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე რეგიონულ ჭრილში”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე რეგიონულ ჭრილში.
მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის ლოგისტიკა და გადაზიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქცია.
“ეს ე.წ შუალედური კორიდორი აბრეშუმის გზის კორიდორის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და პირველი საცდელი სატვირთო შემადგენლობის გაშვება ამ მონაკვეთზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ტვირთბრუნვის გარდა, ეს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე -მთლიანად რეგიონს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საბოლოო დასრულებამდე კიდევ ბევრი გზაა გასავლელი, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გვჯერა და დარწმუნებულნი ვართ, რომ სამივე მხარე ერთად – აზერბაიჯანული, თურქული და ქართული, ამ სამუშაოებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს”,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები