“დედოლარიზაციასთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის ექსპერტების რეკომენდაციის შესრულება, ლარის კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს”

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა თვლის, რომ დედოლარიზაციასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის ექსპერტების რეკომენდაციის განხორციელება ლარის კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს.
შესაბამისი შეფასება მიხეილ დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ყველაზე ცუდი რაც ლარს ემართება, ეს არის მისი არითმია – ძალიან მკვეთრი მერყეობა დროის მოკლე პერიოდში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის ექსპერტების რეკომენდაცია – როგორ განხორციელდეს დედოლარიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, საუკეთესო პრაქტიკად მოხმობილია ერთ-ერთი მიმართულება, რასაც ჰქვია სავალდებულო რეზერვების გალარება“, -განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
კითხვაზე, რა უშლის აღნიშნული რეკომენდაციის განხორციელებას ხელს, დუნდუა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ვერ წყვეტს, გადადგას თუ არა აღნიშნული ნაბიჯი.
„ეროვნული ბანკი არ არის დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მე მინდა, რომ სავალუტო ფონდის ექსპერტთა რეკომენდაცია და შრომა დაფასებული იყოს როგორც საქართველოში ისე სხვაგანაც“, -განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები