მიხეილ დუნდუა: სავალუტო ფონდის პროგნოზით, ლარის კურსი დარეგულირებას ექვემდებარება

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ დიდი ალბათობით სავალუტო ფონდის პროგნოზი შესრულდება და წლის ბოლომდე ლარის კურსი დასტაბილურდება.
როგორც დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი, შარშანაც 97% – იანი დამაჯერებლობით დაემთხვა ლარის მაშინ არსებულ კურსს. „სავალუტო ფონდმა მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დადო პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ლარის საშუალო წლიური კურსი უნდა იყოს 2,45 დოლართან მიმართებაში. იმისათვის, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდეს, აუცილებელია დღეიდან წლის ბოლომდე საშუალო კურსი 2,40-ზე დაბლა იყოს, სხვაგვარად სავალუტო ფონდის პროგნოზი ვერ გამართლდება. როგორც წესი სავალუტო ფონდის პროგნოზი მოკლევადიან პერიოდში – მისი გამოქვეყნებიდან სამი თვის მანძილს უძლებს, თუ რამე კატაკლიზმა არ ხდება მსოფლიოში. მაგალითად შარშან ოქტომბერში, როცა გამოაქვეყნეს საშუალო წლიური კურსი, 97% – იანი დამაჯერებლობით დაემთხვა რეალურ კურსს, თუ ჩვენ ჩავთვლით რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი დიდი ალბათობით უნდა შესრულდეს მაშინ დღეს არსებული კურსი დარეგულირებას ექვემდებარება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები