“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია”

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდი უწოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროექტი დიდი წარმატებაა, რომელიც განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და სტაბილურობაზეა ორიენტირებული
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისთვის, ასევე ცენტრალური აზიისთვის. ეს ახალი ხიდია, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.
საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები. ეს პროექტი დიდი წარმატებაა, რომელიც განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული”,- განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიწვია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები