საქართველოს ელჩი – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საქართველო მრავალ სიკეთეს მიიღებს

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეიმურაზ შარაშენიძე ბაქოში ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარისის ოფიციალურად გახსნის მნიშვნელობაზე განცხადებას აკეთებს.
სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონია ხვალ, 30 ოქტომბერს გაიმართება.

ელჩის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობა უაღრესად დიდია და რეგიონის ინტერესებს სცდება, რადგან აზიას და ევროპას ერთმანეთთან აერთებს.

მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც აერთებს სამი ზღვის – კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს.

“ფაქტობრივად, სრულდება ეტაპი, რომელიც სრულყოფილად აყალიბებს სამხრეთ კავკასიური დერეფნის შექმნას – სამხრეთ კავკასიურ დერეფანში ჩვენ გვექნება ენერგო, სატრანზიტო გზები და ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციები. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაკვირველია, იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. მისი მნიშვნელობა უაღრესად დიდია. ამიტომაც ცერემონიას ესწრებიან შუა აზიის სახელმწიფოთა მეთაურები – ყაზახეთის პრეზიდენტი ბატონი ნაზარბაევი, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი არიპოვი; რა თქმა უნდა, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თურქეთის პრეზიდენტი ბატონი ერდოღანი და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. მწყობრში დგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელიც სავსებით პასუხობს ჩინეთის მიერ ინიცირებულ და უკვე რეალიზებად ახალი აბრეშუმის გზის პროექტს, რომლის კონცეფციაც არის “ერთი სარტყელი – ერთი გზა”. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; მაგისტრალი მიმზიდველი გახდება როგორც ტვირთების გადაზიდვისთვის, ისე მგზავრების მიმოსვლისა და ტურისტების მოზიდვის კუთხით. ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელებით, მრავალ სოციალურ სიკეთეს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა” – აცხადებს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანი.

30 ოქტომბერს, საუკუნის პროექტად შეფასებული გლობალური მნიშვნელობის პროექტის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები