დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, ცე ჰეპატიტზე უფასო სკრინინგული კვლევა ჩაიტარონ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, ცე ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევა ჩაიტარონ, რომელიც უფასოა.

„ჩვენ შემთხვევაში მედიკამენტის კომპონეტი უფასოა – არც მთავრობა და არც პაციენტები ამაში თანხას არ იხდიან. რაც შეეხება მეორე კომპონენტს – დიაგნოსტიკას, რამეთუ მკურნალობის დანიშვნას სწორი დიაგნოსტიკა სჭირდება, ამის თანხებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. როდესაც ჩვენ შარშან 2017 წლის ბიუჯეტს ვგეგმავდით, გათვლები გავაკეთეთ სისტემის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე, რომელიც გავთვალეთ თვეში 2500 პაციენტზე. ბიუჯეტიც შესაბამისად ასე დაიგეგმა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა ცე ჰეპატიტზე. ეს არის მათთვის უფასო. ახლა პაციენტების ნაკადი თვეში საშუალოდ, 1200-1300 გვაქვს. ანუ აღმოჩნდა, რომ პაციენტების ნაკადი და შესაბამისად, ჩვენი ხარჯებიც იმდენი არ არის. შესაბამისად, მოხდა კორექტირება“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები