კოჯორში, წყაროს უბანში ახალი სკვერი მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, კოჯორში, წყაროს უბანში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. დასრულებული სამუშაოები, თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, გელა არჩვაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი ინფრასტრუქტურა, საქანელები, საპარკო სკამები, სანაგვე ურნები. ასევე, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყო. უახლოეს მომავალში სკვერის სეზონური მცენარეებით გამწვანება მოხდება.

გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედლისა და ამორტიზირებული 70 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. დაიგო 1 000 კვ. მეტრი ახალი ასფალტის საფარი.

2017 წელს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 9 ახალი სკვერი მოეწყო, რეაბილიტაცია კი 25 სკვერს ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები