ნაძალადევში, მაღაროს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო,  დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  დაათვალიერა.

მაღაროს ქუჩაზე 80 წელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2740 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, 774 გრძივ მეტრზე კი ბორდიურები მოეწყო. ასევე, ქუჩის ბოლოში გზის დამჭერი საყრდენი კედელი აშენდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 194 290 ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები