წყნეთში საერთაშორისო სამაგიდო-სამეთაურო სწავლება გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებმა საერთაშორისო სამაგიდო-სამეთაურო ქვერეგიონულ სწავლება „ტერორისტული აქტის შედეგად გამოწვეული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული საფრთხეები და მათზე ერთობლივი რეაგირება“ – ში მიიღეს მონაწილეობა.

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლება პროექტ N44-ის ფარგლებში, დაბა წყნეთში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების დროს უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება.

სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები.
სამაგიდო-სამეთაურო სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართულნი იყვნენ პროექტ N44-ის კონსორციუმის წარმომადგენლები.
სწავლების მონაწილეებს და ექსპერტებს, ღონისძიების დასრულების შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელებისგან სერტიფიკატები გადაეცათ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამეთაურო სწავლების პრაქტიკულ ნაწილს სომხეთში გაივლიან, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები