საქართველოს ელჩმა ავსტრალიის პარლამენტში საქართველოს შესახებ შემეცნებითი ხასიათის ღონისძიების დაგეგმვა განიხილა

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ ავსტრალიის პარლამენტში ავსტრალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ნაციონალური პარტიიდან წარმომადგენელთა პალატის წევრ, დეივიდ ლითლფრაუდთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ფართოდ იქნა განხილული საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარებაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ვიზიტების ინტენსიფიკაცია კარგი პლატფორმა იქნება სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით.

დეივიდ ლითლფრაუდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

შეხვედრაზე ასევე ავსტრალიის პარლამენტში საქართველოს თაობაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზების საკითხი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები