თბილისის 163-ე ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის საჯარო ბაღებში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის N163-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.

“ბაღს ზაფხულის არდადეგების პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა – მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო ახალი სანიაღვრე და  საკანალიზაციო სისტემა, განახლდა და შეიღება შენობის მთელი ფასადი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის ეზოსაც, სადაც დაიგო ასფალტის საფარი, სათამაშო მოედნები ქვაფენილით მოპირკეთდა; ასევე, განახლდა ფერდის დამჭერი კედელი, რომელიც ბაღის თანამშრომლებმა დეკორატიულად მოხატეს. სარემონტო სამუშაოები შენობის შიგნითაც განხორციელდა – ბაგის ჯგუფებში გარემონტდა სველი წერტილები. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად”,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების ღონისძიება გაიმართა და მასში მონაწილეობა მებაღეებთან ერთად, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმაც მიიღეს.

ბავშვებმა დღეს შემოდგომის ზეიმიც გამართეს – შეასრულეს მუსიკალური ნომრები და სტუმრებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.

ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის 106 საბავშვო ბაღში ჩატარდა. სამუშაოები მოიცავდა როგორც შიდა, ისე გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის გზის საფარის რეაბილიტაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები