მონაცემთა გაცვლის სააგენტომ რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩაატარა

სასტუმრო „რედისონში” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) ორგანიზებით რიგით მეორე ეროვნული კიბეროლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადაში  კიბერსაკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს კონკრეტული დავალებები მიეცათ, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაშიც კონკურსანტები ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც  შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას ფლობენ.

ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” ერთ-ერთი პრიორიტეტია.  კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება.  დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრების პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები