“ნავთობისა და გაზის სააგენტო“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სსიპ „საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტო“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ამერიკელი კონგრესმენების ტედ პოსა და გეინ გრინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც კონგრესმენები საქართველოში კომპანია „Frontera Resources“ საქმიანობის შესახებ საუბრობენ.

კომპანია „Frontera Resources“ ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს.

კომპანია ფრონტერასა და საქართველოს მხარეს შორის ურთიერთობას აწესრიგებს 1997 წელს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება. ქართული მხარე მოქმედებს აღნიშნული ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით და ამასთან, მოითხოვს ფრონტერას მხრიდან მის ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. გავრცელებული ინფორმაცია კომპანია ფრონტერას ინტერესების სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასწორია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოითხოვს მხარეების მიერ კონფიდენციალურობის პირობების დაცვას, ამიტომ მოკლებული ვართ დამატებითი დეტალების გასაჯაროვების შესაძლებლობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები