დავით ჭიჭინაძე: არ ვთვლი, რომ ლარის კურსზე წინასაარჩევნოდ დახარჯულმა თანხამ მოახდინა გავლენა

„განცხადებები, რომ ლარის კურსზე წინასაარჩევნოდ დახარჯულმა თანხებმა იქონია გავლენა, ჭიქა წყალში ქარიშხლის ატეხვას უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საარჩევნოდ დახარჯული თანხის ოდენობა, არ იყო იმდენად ჭარბი, რომ ამას კურსის ცვლილებაზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

„ განცხადებები, რომ ლარის კურსზე წინასაარჩევნოდ დახარჯულმა თანხებმა იქონია გავლენა, ჭიქა წყალში ქარიშხლის ატეხვას უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას, არც ისეთი დიდი თანხა დაიხარჯა საარჩევნოდ, რომ ეს ლარის კურსის ცვალებადობაზე ასახულიყო,იქიდან გამომდინარე რა ფულადი მასა ტრიალებს ქვეყნაში ძალიან მცირეა წინასაარჩევნოდ დახარჯული თანხა. მაშინ რას ნიშნავს, რომ ხელფასის გაცემის დღეები როცაა და ვიცით, რომ საჯარო უწყებებში ხელფასი პრაქტიკულად ერთი და იმავე დღეებში გაიცემა ლარის კურსი უნდა ეცემოდეს და მერე მყარდებოდეს? – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები